Страницы

вторник, 23 июля 2013 г.


  1. პროექტის  სახელწოდება: ,,საქართველოს ისტორიული კუთხეების ელექტრონული კატალოგი  
  2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეების მიერ შეჩეულ იქნეს ექსკურსიისთვის ერთერთი საქართველოს კუთხე
  3. პროექტის აქტუალობა:  საქართველოს ისტორიული კუთხეების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
  4. პროექტის მიზნები: ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი და უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად მიღების გამომუშავება. ელექტრონული კატალოგის შექმნა.
  5. მონაწილეთა ასაკი: V-VI კლასის მოსწავლეები.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას:  პროექტზე მუშაობით მოსწავლე შეძლებს, ისტ-ისა და ჩვენი საქართველოს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გააერთიანოს და კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები განავითაროს; გამოიმუშაოს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება-დამუშავება, შექმნას ელექტრო-ნული კატალოგი სლაიდებით, ვიდეო მასალით, სურათებით.  მოსწავლეების მიერ შედგენილი ელექტრონული კატალოგით სარგებლობა შეეძლება სკოლის ყველა კლასს სასწავლო შემეცნებით ექსკურსიების დასაგეგმად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფერადი ფურცლები, საქართველოს ტერიტორიული რუკა, ფლომასტერი, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი,  DVD დისკი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით იღებენ ფერად ქაღალდებს ყუთიდან. მასწავლებლის მიერ საქართველოს კუთხეების დასახელებებია დაწერილი.  ერთ ქაღალდზე ორი კუთხეა დაწერილი. მოსწავლეები ინტერნეტის დახმარებით იწყებენ ძიებას თავთვიანთ კუთხეებში ისტორიული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.   მოსწავლეები ინიშნავენ მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ბმულებსა და ცხრილში ორგანიზებულად განათავსებენ მათ. თუ ასეთი ბმული ვერ ნახეს, საგნის ,,ჩვენი საქართველო“ მასწავლებლის დახმარებით მოიპოვებენ მასალებს, შექმნიან დოკუმენტს, დაამაგრებენ მასზე ბმულს, რომელსაც ელექტრონულ კატალოგში ჩასვამენ. პროექტის დასარულს ყველა მოსწავლე  ერთ ცხრილშიაერთიანებს დამუშავებულ მასალას და პროექტორის დახმარებით წარმოადგენს პრეზენტაციას. 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ჩვენი საქართველო, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  თეა ფირცხალავა
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teafircxalava@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://teafircxalava.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий